ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. დღევანდელი საღამოთი ცხრა დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კორონავირუსული ინფექციის“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში