„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას

„მაგთი“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ეტაპზე გადადის. 12 იანვრიდან აბონენტებს მაგთიკომის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი - AI მაგთი ჩატი ემსახურება.

ის შექმნილია იმისთვის, რომ აბონენტებმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და პასუხები თავიანთ კითხვებზე.

AI მაგთი ჩატი არ ანაცვლებს ოპერატორს. ის ოპერატორის დამხმარეა. ეს ამარტივებს პროცესებს, ამცირებს მოლოდინის დროს და ზრდის მომსახურების ეფექტიანობას. აბონენტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ მაგთის ოპერატორებს, რომლებიც ყოველდღიურად მზად არიან დაეხმარონ მათ ნებისმიერ საკითხში.

AI მაგთი ჩატის მთავარი უპირატესობებია:

  • სწრაფი რეაგირება
  • ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს
  • მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება

AI მაგთი ჩატის მომსახურება სრულად შეესაბამება მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან მაგთისთვის კონფიდენციალურობა და მომხმარებლის ნდობა უმნიშვნელოვანესია.

მაგთი, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, პირველია ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში, რომელმაც წინა ხაზის მომსახურებაში AI მაგთი ჩატი დანერგა.

AI მაგთი ჩატის მომსახურება ხელმისაწვდომია მაგთიკომის ვებგვერდზე www.magticom.ge

და აპლიკაციაში MyMagti

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია