ამირან გამყრელიძე -  ამ ეტაპისთვის ყველა შემთხვევა კლინიკურად არის დამაკმაყოფილებელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდათ, კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

გამყრელიძე განმარტავს, რომ წინა 3 შემთხვევასთან შედარებით მხოლოდ მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად უფრო საყურადღებო იყო.

„ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ანუ კლინიკური მიმდინარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, წინა სამ შემთხვევასთან შედარებით გახლავთ უფრო საყურადღებო კლინიკურად და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთვალყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა