ბექა ნაცვლიშვილი - საქართველოს მთავრობამ კომპანია „ფრონტერას“ 86 თანამშრომელი „გადააგდო“

საქართველოს მთავრობამ კომპანია „ფრონტერას" 86 თანამშრომელი „გადააგდო“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას კომპანიის მიმართ გარემოსდაცვით სამუშაოებთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნა, რაც იყო იმის საფუძველი, რომ სამართლებრივი დავა დაწყებულიყო, რაც ნავთობისა და გაზის კომპანიას, როგორც მართვის 50 - პროცენტიანი წილის მფლობელს საშუალებას აძლევდა მენეჯმენტში შესულიყო და თანამშრომელთა პრობლემები მოეგვარებინა, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯზე არ წავიდა.

„ისინი დაემორჩილენ რამდენიმე სენატორის წერილს და შენიშვნებს იმის სანაცვლოდ, რომ საარჩევნო სისტემაზე მეტი მწვავე კრიტიკა არ წამოსულიყო სენატორების და კონგრესმენების მხრიდან. მათ საკუთარი 86 მოქალაქის ბედი გაცვალეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავიანთთვის უფრო კომფორტულ გარემოზე. მათ სარჩელი ჰქონდათ მომზადებული, რომლის საფუძველზეც კომპანიაში საქმის მწარმოებელი იქნებოდა ნავთობისა და გაზის კომპანია და არა „ფრონტერას“ მენეჯმენტი.

ნავთობის და გაზის კომპანიისთვის, როგორც მართვის 50- პროცენტიანი წილის მფლობელისთვის შესაძლებელი იქნებოდა დროებით მენეჯმენტში შესვლა, ნავთობის ამოყიდვა და შესაბამისად, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა. მაგრამ მათ აირჩიეს სხვა გზა, თანამშრომლები გაწირეს და შეიქმნეს საარჩევნო სისტემისთვის უფრო უკეთესი გარემო. ეს არის ჩვენი მთავრობის და სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური სპექტრის კოლონიალური დამოკიდებულება და ცნობიერება, რაც წინ ვერ წაგვიყვანს.

მთავრობას მივმართავ, უზრუნველყოს ყველა დასაქმებულისთვის „ფრონტერაში“ სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რადგან მათი ბედი გაურკვეველია გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გაფიცულები არიან და ამის გამო „ფრონტერას“ მენეჯმენტმა ისინი სამსახურიდან დაითხოვა. არ არის გარანტირებული, რომ მათ სამსახურში ისევ დააბრუნებენ.

ეს ადამიანები 14 თვეა ხელფასს ვერ იღებენ, აქვთ ბანკის ვალები, მათი ოჯახები სიცივის გამო ცხოვრობენ ნათესავებთან და მთავრობა ამასთან დაკავშირებით დუმს. მთავრობამ უნდა დაიწყოს კომპენსირება მათი ხელფასების და უზრუნველოს ისინი ელემენტარული ფინანსური საშუალებებით, რომელიც მათი ოჯახების ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებისთვის იქნება საჭირო,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას კომპანია "ფრონტერას" 86 თანამშრომლისთვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა