1429 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებისთვის, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებისთვის სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა