„პალიტრა L“-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ 16 აპრილამდე გაგრძელდება

„პალიტრა L“-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ - სკოლებს შორის შეჯიბრი 16 აპრილამდე გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, პროექტი „მაკულიტერატურა“ ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC); საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს.

„შექმნილი ვითარების გამო, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სკოლებისთვის, მაკულატურის შესაგროვებლად მეტი დრო მიეცათ. სკოლებს შორის შეჯიბრება 16 აპრილს დასრულდება.

დარეგისტრირებულ სკოლებს, შესაძლებლობა ექნებათ, 16 მარტიდან 16 აპრილამდე მეორე თვის მაკულატურაც შეაგროვონ.

როგორც გამომცემლობის წარმომადგენლები ამბობენ, ამ მასშტაბური შეჯიბრების მიზანია, სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა.

შეგახსენებთ, სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, და­ჯამ­დე­ბა შე­დე­გე­ბი: 1 მოს­წავ­ლე= 1 ნერგს, 1 ნერ­გი კი არის 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა. მაგ. თუ სკო­ლა­ში 500 მოს­წავ­ლეა, მან 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ა­ბა­როს მი­ნი­მუმ 500 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა. თუ ამ ნორ­მა­ზე მეტს ჩა­ა­ბა­რებს, მი­ე­ცე­მა შან­სი მოხ­ვდეს გა­მარ­ჯვე­ბულ 20 სკო­ლას შო­რის. შე­დე­გე­ბი და­ით­ვლე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სკო­ლას ექ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სი­დი­დე­სა და მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. თბი­ლის­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა 10 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლა, რუს­თავ­სა და ქუ­თა­ის­ში კი 5-5;

ის სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოცე­ულ­ში ვერ მოხ­ვდე­ბი­ან, მაგ­რამ გეგ­მას გა­და­ა­ჭარ­ბე­ბენ, დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ნერ­გე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მეტ წიგნს მი­ი­ღე­ბენ ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის;

მარ­ტის ბო­ლოს გა­მოვ­ლინ­დე­ბა 20 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლა, შე­ირ­ჩე­ვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად შერ­ჩე­ულ ლო­კა­ცი­ა­ზე დარ­გა­ვენ მისი სა­ხე­ლო­ბის ხე­ებს და გა­ამ­წვა­ნე­ბენ გა­რე­მოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა