ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, ხელისუფლებები მოემზადონ სამი სცენარისთვის

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, მოემზადონ სამი სცენარისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განხილული უნდა იყოს სხვადასხვა სცენარები და მათზე საპასუხო ზომები.

„პირველი სცენარი არის, როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია. მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე - როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის. ეს იქნება განხილვის მთავარი თემა, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგადად, საპასუხო ზომები და მზაობა უნდა იყოს კომპლექსური, ჩვენ სხვადასხვა ასპექტები უნდა განვიხილოთ დაწყებული სახელმწიფო კოორდინაციით და კომუნიკაციით, რაც გულისხმობს საავადმყოფოების მზაობას, ჯანდაცვის სისტემის მზაობას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას“,-აღნიშნა დომენტემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით ღონისძიება იმართება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ 40-მდე ელჩს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა