ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინსტიტუციები, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანის შეკრება ხდება, შესაძლოა, ახალ რეკომენდაციებს დაექვემდებარონ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა და ის ინსტიტუციები, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანის შეკრება ხდება, შესაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაექვემდებარონ.

ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ყოველდღიურად იმართება, ამ საკითხზე იმსჯელებენ.

„ამ საკითხზე ამ ეტაპისთვის არ გვიმსჯელია, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში ეპიდემიის რისკები არის საკმაოდ დაბალი. თუმცა იცით, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თათბირი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებზე და გავცემთ რეკომენდაციებს.

რეკომენდაციები იქნება არა მხოლოდ სასამართლო სისტემასთან, სხვა სისტემასთან დაკავშირებითაც, სადაც ხდება 100-მდე ადამიანის შეკრება, ან თუნდაც 50 ადამიანამდე შეკრება. ჩვენ რეკომენდაციებს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ვიძლევით ქვეყნის შიგნით მითითებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე