ომბუდსმენმა შპს „ჭრელ აბანოს“ სექსუალური შევიწროების დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ჭრელ აბანოს“ სექსუალური შევიწროების დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი ესპანეთის მოქალაქის განცხადება გახდა, რომელშიც განმცხადებელი „მეფე ერეკლეს აბანოში“ (შპს „ჭრელი აბანოს“ საკუთრებაში არსებული დაწესებულება) მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

„საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ „მეფე ერეკლეს აბანოში“ მომსახურების მიღების დროს მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“, მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის „მეფე ერეკლეს აბანოში“ შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები; შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად; კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები; საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია