აზერბაიჯანში მეზობელი ქვეყნებიდან შესულ სატრანზიტო ავტოტრანსპორტს პოლიციის ესკორტი გააცილებს

აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთის გადამზიდავი ავტოტრანსპორტი პოლიციის მანქანების თანხლებით იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გამო არებული სიტუაციის გათვალიწინებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ქვეყნებიდან მომავალი გადამზიდავი ავტომობილები პოლიციის თანხლებით იმოძრავებენ. პოლიციის ესკორტი ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ მძღოლებმა დაისვენონ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ესკორტი მანქანებს მთელი ქვეყნის მანძილზე გაყვება.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მძღოლებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საკვები პროდუქტით სახელმწიფო მოამარაგებს. მძღოლებს უფლება არ ექნებათ კომუნიკაციაში შევიდნენ ადგილობრივ მოქალაქეებთან და ავტომობილები წინასწარ განსაზღვრული სივრცეების გარდა სხვა ტერიტორიებზე გააჩერონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია