კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელის მომხრეა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციის მიერ გაჟღერებული 120/30-ზე სისტემის მომხრეა, როგორც მომხრე იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვერც ერთ სისტემაში ვერ ხედავს პრობლემას.

„საარჩევნო სისტემაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს შეხვედრა კიდევ ოპოზიციასთან, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კონსენსუსი შედგება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება... მე მომხრე ვარ 120/30-ზეც და მომხრე ვიყავი ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემისაც”, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა