პაატა იმნაძე - ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და ყველაფერს ვუმკლავდებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები ფიქსირდება.

როგორც იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლაბორატორიაში სინჯები მუდმივად შედის, თუმცა დაინფიცირების მაჩვენებელთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა.

იმნაძის თქმითვე, საქართველო კორონავირუსს ჯერჯერობით უმკლავდება.

„სინჯების შემოსვლა დინამიური პროცესია. ეს სინჯები შემდეგ ბევრ კონტროლს გადის. სიტუაცია იცვლება ყოველდღიურად, როგორც ჩვენთან ისე მთელ მსოფლიოში. ფრენები შეიზღუდა იტალიასთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იტალიაში მოგზაურობისგან. პირველი რეკომენდაცია ისაა, რომ ვინც დაბრუნდება დასნებოვნებული ქვეყნიდან, იყოს თვითიზოლაციაში. ჯერჯერობით მხოლოდ შემოტანილია კორონავირუსი და ახლა ვიკვლევთ კონტაქტებს. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და ყველაფერს ვუმკლავდებით,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, შინაური ცხოველები ჯერჯერობით საშიშროებას არ წარმოადგენენ. როგორც იმნაძემ აღნიშნა, მსოფლიოში დაფიქსირდა შემთხვევა შინაურ ცხოველზე კორონავირუსის დაფიქსირების, თუმცა შესაძლოა, ეს ადამიანისგან გადაედო. „ნუ გამოკეტავთ სახლში ცხოველს,“ - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა