ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი დეპუტატი დაიღუპა

ირანელი პოლიტიკოსი, ახლად არჩეული პარლამენტის წევრი ფატიმა რაჰბარი კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ფატიმა რაჰბარი პირველი ქალი პოლიტიკოსია, რომელიც ირანში კორონავირუსით დაიღუპა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველიც ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით, ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 4 747 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 124-ს მიაღწია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს