საელჩოს ინფორმაციით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას მთავრობა უზრუნველყოფს და ამისათვის მათ საელჩოში გარკვეული მონაცემები უნდა გააგზავნონ

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას, რომლებსაც გაუქმებულ რეისებზე ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნათქვამია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების ან ბილეთების ჯავშანის ასლები.

„საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.

შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები მომავალი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმებულ რეისებზე, საქართველოში მათ ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა