მსოფლიოში კორონავირუსით 3 406 ადამიანი დაიღუპა, 55 694 გამოჯანმრთელდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 100 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსს საერთო ჯამში 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი რიცხვი ქვეყანაში 3 042-მდე გაიზარდა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში მოხდა. ამასთანავე კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ვატიკანში, სერბეთსა და კამერუნში.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოს 96 ქვეყანაშია გავრცელებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა