ამირან გამყრელიძე - ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელია იტალიიდან შემომავალი თანამემამულეები ან ტურისტები - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება, რაშიც მოსახლეობა უნდა მოგვეხმაროს

ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი გახლავთ იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში.

„ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ, ამიტომ ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. ყველა ბრიფინგზე ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ შემთხვევების მატება გვექნება. მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ასევე, მთავარია, რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი, გამოვიკვლიოთ ინფიცირებულები, დავეხმაროთ მათ და მეორე მხრივ, აქტიურად ვეძიოთ კონტაქტები. ახლა ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში თავად მოსახლეობა უნდა მოგვეხმაროს. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელია იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა