ჯანდაცვის მინისტრი - როცა ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე სიტუაცია რთულდება, თუმცა ესეც არ იძლევა პანიკის საფუძველს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. მინისტრი მოქალაქეებს, რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან ურთიერთობა ჰქონდათ მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან და დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში, მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომედაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან დაცულები“, - აღნიშნა მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა