აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და დეპუტატებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში, სადაც დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს და ეროვნული გმირის ძეგლის პროექტის ესკიზი გააცნეს.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი