ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შიდაგავრცელების ფაქტი ამ ეტაპზე საქართველოში დაფიქსირებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შიდაგავრცელების ფაქტი ამ ეტაპზე საქართველოში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

კითხვაზე, ითვლება თუ არა იტალიიდან ჩამოსული პირის მიერ საქართველოში მყოფი პირისთვის კორონავირუსული ინფექციის გადადება შიდაგავრცელებად, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არა.

„შიდაგადადება ჯერ ჩვენ არცერთი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა გადადება იტალიიდან ჩამოსული პირისგან. შიდაგავრცელებად ითვლება, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირი გადასდებს აქ ვინმეს და ასეთი პირი კიდევ სხვას გადასდებს. ასეთ შემთხვევაში, უკვე შიგადავრცელება გვექნება. ვისაც გადაედო, მას სხვაზე არ გაუვრცელებია. თუ ასეთი დაფიქსირდა და ეს შესაძლებელია, მაშინ უკე ე.წ. მესამეული გადადება იქნება“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, პირს, რომელსაც იტალიიდან ჩამოსული ადამიანისგან გადაედო კორონავირუსული ინფექცია, თავად იტალიაში არ ყოფილა.

ამ ეტაპზე საქართველოში ახალი კორონავირუსით 12 ადამიანია ინფიცირებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა