ჩაქვის გვირაბთან სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმი- ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა