დევნილთა სააგენტოს დირექტორმა აფხაზეთიდან დევნილ ალა ჯიქიას 8 მარტი მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აფხაზეთიდან დევნილ 75 წლის ალა ჯიქიას ესტუმრა, მისი საცხოვრებელი პირობები მოინახულა და 8 მარტი მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს მივულოცო ეს დღე. ჩვენი მიზანია, რომ ამ დღის აღნიშვნა არ იყოს მხოლოდ სიმბოლური და ყველა დევნილ ქალს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა