დავით უსუფაშვილი - ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარ ზომიერად ოპტიმისტი, დღეს ვარ უფრო მეტად ოპტიმისტი - ვიმედოვნებ, რომ დღეს შეთანხმებას მოვისმენთ

ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარ ზომიერად ოპტიმისტი, დღეს ვარ უფრო მეტად ოპტიმისტი , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა აშშ- ის ელჩის რეზიდენციასთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორი მიმართულებით ბრძოლა და შრომა ყოველთვის შედეგიანია. მისივე თქმით, დღეისათვის კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის დიდი ალბათობა არსებობს.

,,მე ვარ იმედით სავსე, რომ მივაღწევთ ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული ჯერ არ არის, ძალიან ბევრი თემა გვექნება განსახილველი. თუ იქნება შეთანხმება, ეს არ იქნება ვინმეს გამარჯვება და დამარცხება, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ოქტომბერში დავითვლით. ახლა საჭიროა ყველამ გადავდგათ ნაბიჯები იქითკენ, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა მართლა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. ამ მიმართულებით კომპრისული ნაბიჯების გადადგმის დიდი ალბათობა არსებობს დღეს. ეს შეეხება ყველა საკითხს, რაც მაგიდაზე იხილებოდა, მეტი პროპორციულობისკენ, საარჩევნო ოლქების თანაბრობისკენ ნაბიჯი, პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნისგან თავის შეკავებისკენ ნაბიჯები, ეს ყველაფერი თავმოყრილია და შეიძლება, დღეს ვიყოთ ძალიან ახლოს შეთანხმებასთან“,-განაცხადა უსაუფაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ფორმულა იყო, რომ 40 პროცენტზე ნაკლები შედეგით ვერ დაკომპლექტდეს უმრავლესობა პარლამენტში და „მგონია, რომ ამ საკითხს ძალიან ახლოს ვუტრიალებთ“.

„შესაძლოა იყოს შეთანხმება, სწორედ პროპორციულ მაჟორიტარულ მანდატებს შორის სათანადო პროპორციის დაცვით, ასევე სხვა მექანიზმებით. ამ დღეებში ჩვენ ან მოვისმენთ შეთანხმებულ თანაფარდობებს ან უნდა ვაღიაროთ, რომ ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ დრო აღარ ითმენს, მე ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მოვისმენთ დღეს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა