ჩინეთში  სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნანგრევებში 70-მდე ადამიანი მოყვა. მაშველებმა 47 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმროს მფლობელი პოლიციაში დაიბარეს.

5 სართულიან სასტუმროში ათობით პირი კორონავირუსის გამო კარანტინში იმყოფებოდა.

ფუჯიანის პროვინციაში კორონავირუსი 300-მდე ადამიანს აქვს დადასტურებული, 10 000-ზე მეტი კი - კარანტინში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა