Brent მარკის ნავთობის ფასი 31,74 დოლარამდე დაეცა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია

ლონდონის ICE ბირჯაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასი 42,5%-ით დაეცა და ბარელზე 31,74 დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია

რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის ფასი 48,9%-ით გაიაფდა და ბარელზე 27,72 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასის კლება დაკავშირებულია OPEC -ის წევრი ქვეყნების მიერ ვენაში გამართული შეხვედრის შედეგებზე, სადაც მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, მოპოვების შემცირებაზე ნავთობზე ფასის კლების ფონზე, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეულია კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციით.

OPEC-ის წინადადება იყო შემცირებულიყო ნავთობმოპოვება 1,5 მილიონი ბარელით დღე-ღამეში 2020 წლის ბოლომდე, თუმცა ამის წინააღმდეგი წავიდა რუსეთი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს