ჰუბერტ ქნირში - იმ შეთანხმებით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შედგა, საქართველო თავიდან აიცილებს შთაბეჭდილებას, რომ ის დემოკრატიის გზაზე უკან იხევს

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ იმ შეთანხმების დანერგვით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოხდა, საქართველო თავიდან აიცილებს შთაბეჭდილებას, რომ ის დემოკრატიის გზაზე უკან იხევს.

როგორც გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორები არა რომელიმე კონკრეტული მხარის გამარჯვებას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უჭერენ მხარს.

„მე ვხედავ, რომ არსებობს კეთილი ნება ყველა პოლიტიკური პარტიის, რომ მოხდეს არსებული შეთანხმების დანერგვა. ამ მხრივ საქართველოს თავიდან აიცილებს შთაბეჭდილებას, რომ ის უკან იხევს დემოკრატიის გზაზე. ეს არის ის, რასაც საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ არა კონკრეტული მხარის გამარჯვებას, არამედ საქართველოს დემოკრატიული და სოციალურ განვითარებას“, - აღნიშნა ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა