მედიის ინფორმაციით, იტალიის 4 ციხეში მომხდარ ბუნტს, 6 პატიმარი ემსხვერპლა

მედიის ინფორმაციით, იტალიის 4 ციხეში ბუნტი მოხდა, რომლის შედეგად 6 პირი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები იმ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, რომელიც კორონავირუსის გამო გარკვეული ქალაქების ჩაკეტვის შემდეგ ციხეებშიც დაწესდა.

ბუნტი ნეაპოლის, მოდენას, ფროსინონის და ალექსანდრიის სასჯელაღსრულების დაწებულებებში მოხდა, რაც სამართალდამცეველთან შეტაკებებში გადაიზარდა. მედიის ცნობით, პატიმრები ითხოვენ, რომ შენარჩუნდეს ციხის პაემნები და მათ დამატებითი შეზღუდვები მოეხსნათ.

ცნობისთვის, worldmeters.info-ს ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის სულ 7 375 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რაოდენობამ კი 366-ს მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა