რუსთავის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის სამუშაოები ჩატარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სასამართლოს საჯარო სივრცეები: ფოიე, სასამართლოს მისაღები, კორიდორები, სხდომათა დარბაზები და სასამართლოს დროებითი მოთავსების საკნები.

მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა