რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილეს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილეს, მარკო სოლდიკს, ელჩის მრჩეველს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, დავით მაღრაძეს და ნორვეგიის ეკლესიის წარმომადგენელს პასტორს ლეიფ მაგნე ჰელგესენის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ სტუმარს საქართველოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.

„ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილემ, მარკო სოლდიკმა ახლადგახსნილ საელჩოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ინფორმაციის მიწოდებისათვის. მათ მოიწონეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები მათთვის სიახლეა და სურვილი გამოთქვეს თავიანთ ქვეყანაშიც დანერგონ ისინი, ასევე დადებითად შეაფასეს რელიგიური ორგანიზაციების მიმართ წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა“,-ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა