ლევან ნიკოლეიშვილი - არ არის სასიამოვნო პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის დაკავებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, კორუფციულ დანაშაულზე პროკურორის დაკავება, სასიამოვნო არ არის, თუმცა აუცილებელია.

„დაბრუნდა შოთაძე პროკურატურაში და პირველ რიგში საკუთარი სისტემის წმენდა დაიწყო. არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი. თუ არ იქნება ნდობა პროკურატურის მიმართ, რთული იქნება კორუფციული გამოწვევების გამკლავება. ამიტომ ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების, სისტემის ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება'' , - აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა