ირაკლი კობახიძე მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში წუხელ გვიან ღამით გაიმართა და მას მხოლოდ მაჟორიტარები და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსული მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მათ არანაირი გარანტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ არ მიუღიათ. ამასთან, მათივე განცხადებით, შეხვედრას არ ესწრებოდა დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, რომელიც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმებას მხარს არ უჭერს.

„მოგეხსენებთ, მოხდა შეთანხმება სამთავრობო გუნდსა და ოპოზიციას შორის. მივესალმები აღნიშნულ შეთანხმებას, რადგანაც იგი უზრუნველყოფს საარჩევნო მშვიდ გარემოს და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს“, - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა, კობა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2 დღის წინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა