ლევან დავითაშვილი - ჩემ მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული წყაროთი სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსთან დაკავშირებით ანალიზი ჩაუტარდა, თუმცა მას ინფექცია არ დაუდგინდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტროში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, სამინისტრომ გაატარა სადეზინფექციო სამუშაოები, ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის არ დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკი სამინიტროში კორონავირუსის გავრცელების, ამ წყაროთი არ არსებობს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მივლინებები გააუქმა.

"მე სატელეფონო კონტაქტი მაქვს ბატონ იურისთან რეგულარულად. ის თვითიზოლაციაში იმყოფება პარასკევიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანალიზის პასუხები უარყოფითია - მას არ აქვს კორონავირუსი, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს რისკს და გადამდები არ არის თანამშრომლებისთვის. ჩვენ მივყვებით რეკომენდაციებს, რომელიც არის თვითიზოლაცია 2 -3 კვირის განმავლობაში. ის კარგად არის მიუხედავად იმისა, რომ მას ვირუსი აქვს და მე მგონი, მნიშვნელოვანია, გავითავისოთ ისიც, რომ მიუხედავად თანამდებობისა, პოზიციისა, საზოგადოებაში მისი მდგომარეობისა, ვირუსი შეიძლება შეხვდეს ყველა ადამიანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია და რეაგირება ამ გამოწვევებზე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე