ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლოა, დაასახელონ გიორგი მიქაუტაძე, შალვა თადუმაძე ან ნებისმიერი, ვისაც ხელისუფლების მაღალი ნდობა აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბაჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სერიოზულად არღვევს კანონს, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ნომინირებამდე კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობა ასეთ კონსულტაციებს ითვალისწინებს მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებთან მიმართებით, როდესაც რომელიმე ამ სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა. ხოლო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კი კანონდებლობა ამგვარ რეგულაციებს არ ითვალისწიენებს.

„ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია არის ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებით, მაშინ ასეთი კონსულტაციები უნდა გამართულიყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლებთან და იმ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც უამრავ პროექტებს ახორციელებენ საქართველოს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, თუ რა თქმა უნდა, მათი სურვილიც იქნებოდა. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან ამაზე უარი მივიღე", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბჭომ და ე.წ კლანმა, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ და მართავენ სასამართლო სისტემას, გადაწყვიტეს, რომ დალოდებოდნენ ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებას და შემდგომ მიეღოთ ამ საკითხზე გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, იუსტიციის საბჭო არჩევანს გააკეთებს იმ ახალ მოსართლეებზე, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში აირჩია და რომლებიც კანონდარღვევით არიან არჩეულები. არც ერთ მათგანს, რომლებიც პარლამენტმა დეკემბერში აირჩია, არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება მოსამართლეები იყვნენ უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და სამართლიანობის სახე იყოს",- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში დანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია და "მათ ხმები სჭირდებათ იმისთვის, რომ საბჭოში სასურველი მოსამართლე წევრი აირჩიონ", რადგან მოქმედ წევრს სერგო მეთოფიშვილს საბჭოში მუშაობის დრო ეწურება.

„მათ შიდაგანხეთქილება არ სჭირდებათ, ამიტომ ამ კონსულტაციების პროცედურებით სურთ მთლიან სასამართლო სისტემას აჩვენონ, რომ თითქოს ისინი ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ირჩევენ კანდიდატს მოსამართლეებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად. დამერწმუნეთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს, საბჭომ 16:00 საათზე უნდა მიიღოს, სადღაც კულუარებში უკვე მიღებულია, სადღაც "კლანში", თუ იმ არაფორმალურ პირებში, რომლებიც სისტემას მართავენ", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დღეს უნდა დაასახელოს. დასახელებული კანდიდატურა კი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად. ნაზი ჯანეზაშვილი არ გამოროცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლოა დაასახელონ მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე , შალვა თადუმაძე ან ნებიმიერი ისეთი პირი, ვისაც ხელისუფლების და სასამართლო სისტემის მაღალი ნდობა აქვს. ხოლო თუ დაასახელებენ შალვა თადუმაძის კანდიდატურას, ჯანეზაშვილის თქმით, " ალბათ, ეს გიორგი მიქაუტაძისთვის და სხვებისთვის არ იქნება ძალიან კომფორტული".

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საბჭოს სამ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.დასახელებულმა კანდიდატმა პარლამენტში ნომინირებისთვის საბჭოს წევრთა მინიმუმ 10 ხმა უნდა მოიპოვოს.ამის შემდეგ კი კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. იმისთვის რომ კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებონაზე დაინიშნოს მას დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა