ხათუნა ზახაშვილი - გაციების ყოველი სიმპტომისას ნუ იფიქრებთ, რომ  აუცილებლად კორონავირუსი გემართებათ - სხვა ვირუსების გავრცელების მატება გვაქვს

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რესპირაციული სხვა ვირუსები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე კორონავირუსები.

ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდებს და ამასთან, აცხადებს, რომ „ყოველი გაციების სიმპტომის გაჩენისას, არ უნდა იფიქრონ, რომ აუცილებლად კორონავირუსი აქვთ“.

„კორონავირუსის გავრცელება საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ შემოტანილია და შემოტანილთან ასოცირებული შემთხვევები, ეს არ არის საზოგადოებაში ფართო გავრცელება. სამაგიეროდ საზოგადოებაში ფართო გავრცელება გვაქვს სხვა რესპირაციული ვირუსების და მათ შორის, გრიპის ვირუსების, რომელიც ამჟამად საკმაოდ აქტიურად ცირკულირებენ, გვაქვს გრიპისმაგვარი მიმართვიანობები და გრიპის მძიმე შემთხვევების გამო ჰოსპიტალიზაციის რამდენადმე მატება, ასევე გამოვლენილი ვირუსების სხვადასხვა კატეგორია დღეს გვაჩვენებს, რომ რესპირაციული სხვა ვირუსები უფრო აქტუალურია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, ვიდრე კორონავირუსები. ამიტომ გთხოვთ, არ დაგავიწდეთ, რომ სხვა რესპირაციული ვირუსები მოგაყენებთ ზიანს, თუ არ დაიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც არსებობს რესპირაციული ჰიგიენის თვალსაზრისით - ხელების ხშირი დაბანა, ცემინების და ხველის წესების, თუ ეტიკეტის დაცვა, იზოლაცია, ან სახლში განმარტოება იმ ადამიანების, რომელთაც აქვთ რესპირაციული სიმპტომები, მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ იფიქრებთ ყოველი გაციების სიმპტომების გაჩენისას, რომ თქვენ გემართებათ აუცილებლად კორონავირუსი. დღეის მდგომარეობით ეს არარეალისტურია, მაგრამ იფიქრეთ, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ რაიმე რესპირაციული ვირუსი და სახიფათო შეიძლება გახდეთ გარშემო მყოფებისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე