სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის სენატორები, ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მმართველ უმარავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მისი იმპლემენტაცია მოხდება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილემ შეთანხმებას მიაღწია და ველით, რომ მომავალი კვირების და თვეების მანძილზე მისი იმპლემენტაცია მოხდება. მიმდინარე წლის დასაწყისში, მე და სენატორმა შაჰინმა პრემიერ გახარიას მივწერეთ, რათა ჩვენი შეშფოთება გამოგვეთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას რჩევა მივეცით შეეჩერებინათ ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიის გზაზე. მიხარია აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დემოკრატიის და კარგი მმართველობისკენ.მაშინ, როდესაც საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, უმნიშვნელოვანესია, რომ ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს“,-ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში. ამასთან, რიში იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.

„2012 წლიდან ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველო ნელ-ნელა ცდილობდა დემოკრატიულ გადასვლას და მათ მნიშვნელოვანი პროგრესი მოახდინეს ამ მიმართულებით ბოლო რვა წლის მანძილზე. მე ვაფასებ, რომ საქართველომ გაითვალისწინა ჩემი და ჯიმ რიშის შეშფოთებები... იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო ამ მიმართულებით სიარულს განაგრძობს და ერთგულად დარჩება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე“,-ნათქვამია ჯიმ შაჰინის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს