კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეხვედრებს წყვეტს

კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 20 მარტამდე დაგეგმილ ყველა შეხვედრას წყვეტს.

მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„გენერალურმა დირექტორმა რობერტო აზევედომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 11 მარტიდან 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გადაიდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული რაც ერთ-ერთ თნამშრომელს COVID-19 ვირუსი დაუდასტურდა,“- აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.

მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციის გენერალური დირექტორის განმარტებით, ამ „უპრეცედენტო ნაბიჯის“ მიზეზი ისაა, რომ მათთვის თანამშრომლებისა და წევრების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და განვახორციელებთ ყველა ზომას, რაც ჯანმრთელობისა და უსფრთხოების დაცვისთვის იქნება აუცილებელი,“ – აღნიშნულია აზევედოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა