იტალიიდან დაბრუნებული 7 პირი, რომელსაც აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა, ინფექციურ კლინიკაში გადაჰყავთ, დანარჩენ 149 ადამიანს კი ვირუსის სიმპტომები არ აქვს

იტალიიდან ჩარტერული რეისით გუშინ დაბრუნებული 7 პირი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 7-ვე მათგანს გამოკვლევები ჩაუტარდება, თუმცა როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დღეს დილით არცერთ მათგანს ტემპერატურა არ უფიქსირდებოდა.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დანარჩენი 149 პირი თავს კარგად გრძნობს და ყველა მათგანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის არცერთ მათგანს ვირუსის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩარტერული რეისებით იტალიიდან საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია