მირცხულავას ქუჩაზე, სადაც კომპანია “სვეტის” მიერ შეჩერებული კორპუსის სამშენებლო სამუშაოები უნდა განახლდეს, მცირე ინციდენტი მოხდა

მირცხულავას ქუჩაზე, სადაც სამშენებლო კომპანია “სვეტის” მიერ შეჩერებული კორპუსის სამშენებლო სამუშაოები უნდა განახლდეს, მცირე ინციდენტი მოხდა.

სამშენებლო ტერიტორიაზე მირცხულავას ქუჩაზე მცხოვრებლები შევიდნენ და თბილისის მერს, კახა კალაძეს მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ისინი ამ მშენებარე კორპუსის მოპირდაპირედ ცხოვრობენ და კორპუსის აშენების შემთხვევაში, მზის სხივსაც კი ვეღარ დაინახავენ. მათივე განცხადებით, ესმით დაზარალებული მოქალაქეების, თუმცა აცხადებენ, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, „თუ კორპუსებს სიგრძეზე ააშენებენ და არა სიგანეზე“.

ადგილზე მცხოვრებლებსა და “სვეტის” მენაშეენებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მალევე განიმუხტა.

ამ წუთებში მირცხულავას ქუჩაზე “სვეტის” მიერ შეჩერებულ მშენებლობას “მ2” აგრძელებს. ღონისძიებას “სვეტის” დაზარალებულები, თბილისის მერიისა და კომპანია “მ2”-ის წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა