50 წლის მამაკაცთან მიმართებაში, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, 14 დღის შემდეგაც ტესტმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ვირუსის მატარებელია

საქართველოს 50 წლის მოქალაქესთან მიმართებაში, რომელსაც ახალი კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში პირველს დაუდასტურდა, ტესტმა 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხი აჩვენა.

შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, აღნიშნული პირი კვლავ კლინიკაში რჩება, რადგან ითვლება, როგორც ინფექციის გამავრცელებელი.

მათივე განმარტებით, 50 წლის მამაკაცს ახალი ტესტი გუშინ, ინფექციის დადასტურებიდან 2 კვირიანი ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარდა.

„ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია სხეულში ჯერ კიდევ რჩება. შესაბამისად, პაციენტი ვერ ტოვებს კლინიკის ბოქსირებულ პალატას, რადგან ვირუსის გამავრცელებლად ითვლება“, - განუცხადეს სააგენტოს ინფექციურ საავადმყოფოში.

მათივე განმარტებით, მამაკაცს ტესტი კიდევ ჩაუტარდება, რომლის პასუხთან დაკავშირებითაც განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, პირველია, ვისაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა, 26 თებერვალს კი ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტს ვირუსი კვლავ უდასტურდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა