„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, იაფი მედიკამენტების პროგრამას განაგრძობენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, ქუთაისსა და წყალტუბოში, მოქალაქეებს იაფი მედიკამენტები გადასცა: კარდიომაგნილი - 3.15 ლარად (თბილისის აფთიაქებში ეს წამალი 9.82 ლარი ღირს), ტრიპლექსამი 10/2,5/10მგ - 24.01 ლარად (53.97ლარის ნაცვლად) და ტრიპლექსამი 5/1,25/5მგ - 10.34 ლარად (40.47ლარის ნაცვლად), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „თავისუფალი საქართველო“, იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად პრეპარატებს მოსახლეობას თურქული აფთიაქების ფასებში აწვდის. პროგრამამ მოქალაქეების დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

„საქართველოს მთავრობამ დააწესა აკრძალვა თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე, რის გამოც საკმარისი რაოდენობით იაფი პრეპარატების შემოტანა ვერ ხერხდება. აკრძალვის მიზანი მედიკამენტების მონოპოლიური ბაზრის შენარჩუნება და ივანიშვილის (ჯი-პი-სი, ფარმადეპო) და ოქრიაშვილის (პსპ) გამდიდრებაა.

„თავისუფალი საქართველო“, მხარდამჭერებთან ერთად, ამ მაფიოზური სინდიკატის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის დაწყებას გეგმავს. პარტია გარანტიას იძლევა, რომ როგორც კი მოიხსნება თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე აკრძალვა, 24 საათში საქართველოში წამლების ფასი 70-80%-ით გაიაფდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში