სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მანამდე ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

„სამწუხაროდ, დღეს, სამი ახალი შემთხვევა გვაქვს - ორი მათგანი სომხეთის მოქალაქეა - 45 და 27 წლის, ერთი კი იტალიის მოქალაქე, 51 წლის, რომელიც სომხეთში მუშაობს. სამივე მათგანი სომხეთში იტალიიდან ჩამოვიდა“, - წერს ფაშინიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ახლა დაინფიცირებულთა პირადი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დგინდება.

მისივე ინფორმაციით, დაავადებულთაგან ორს ჩივილები არ აქვს, მესამეს კი პნევმონია უფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა