ირაკლი კობახიძე გიგი უგულავაზე -  ადამიანი, რომელიც 48 მილიონს იპარავს, არათუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად, არამედ პოლიტიკურ ჭრილში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს

ადამიანი, რომელიც 48 მილიონს იპარავს არათუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად, არამედ პოლიტიკურ ჭრილში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით კობახიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას პატიმრობას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ეს არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი, რომლის დამკვიდრებაც საქართველოში უნდა მოხდეს.

„ადამიანი, რომელიც 48 მილიონს იპარავს, არათუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად, არამედ პოლიტიკურ ჭრილში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. ეს არის ევროპული და ამერიკული, დასავლური სტანდარტი. ეს სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ჩვენ საქართველოში და ბუნებრივია ამაზე გვექნება კომუნიკაცია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს