ეკატერინე ტიკარაძე - მზადაა 3 სცენარი: პირველი ინფიცირებულთა სიმცირეს, მეორე - რამდენიმე ასეულს, მესამე კი 400-მდე მძიმე პაციენტს გულისხმობს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად.

მინისტრის განმარტებით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა სიმცირეს, მეორე სცენარი რამდენიმე ასეულ პაციენტს, ხოლო ბოლო სცენარში დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი განიხილება.

„სამი სცენარი ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ ძალიან მსუბუქად გადავივლით ამ პანდემიას საქართველოში და ინფექციის გავრცელება, პაციენტების რაოდენობა ნაკლები იქნება, რაც შეიძლება შედარებით ხანგრძლივი პროცესი იყოს.

ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდეს და ის ქვეყანაში რამდენიმე ასეულ პაციენტს გულისხმობს. არსებობს კიდევ უფრო რთული სცენარი, როდესაც შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე უკვე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე საექიმო პერსონალი მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, მშვიდად ვიყოთ, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და მობილიზებულები არ ვიყოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი