ნათია თურნავა - მზად ვართ, რომ უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკასა და ბიზნესს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, არსებული საჭიროება აჩვენებს, რომ ვიდრე ნეგატიური ზეგავლენა მოხდება ეკონომიკაზე, მთავრობამ უნდა დაიწყოს ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე, ბიზნესსა და დასაქმებაზე. თურნავას განმარტებით, სწორედ ეს პუნქტები იქნება გათვალისწინებული იმ გეგმაში, რომელსაც საზოგადოებასა და ბიზნესს შესთავაზებენ.

„პრემიერ-მინისტრმა დღეს ეკონომიკურ გუნდს მოგვცა დავალება, დღის ბოლომდე შევიმუშავოთ ერთიანი კომპლექსური ბიზნესის სტიმულირების გეგმა. ჩვენ ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. დღის განმავლობაში დავხვეწთ ამ გეგმას. ძალიან მალე მოხდება ამ გეგმის გასაჯაროვება. უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე, მზად ვართ, რომ უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკასა და ბიზნესს, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმს მოიცავს, არამედ ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად გადავლახავთ ან შევარბილებთ ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწარაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადალახვა მთლიანად მსოფლიოში.

საჭიროება გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე წინმსწრებად მანამ, სანამ ნეგატიური ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესზე,დასაქმებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული ის გეგმა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებასა და ბიზნესს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბიზნესის სტიმულირების გეგმა იქნება კომპლექსური და მისი ცენტრალური ნაწილი იქნება ტურიზმი.

„ტურიზმი, რა თქმა უნდა, იქნება ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი, რადგან ტურისტული ინდუსტრია არის ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრია. ის ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას იმისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და მომავალი ტურისტიც იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელების კერა. ჯერჯერობით ამას მთავრობა კოორდინირებულად ახერხებს, როგორც თქვენ ხედავთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც აქამდე ვიყავით ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი განვიმტკიცოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა