ეკატერინე ტიკარაძე სოცმუშაკების პროტესტზე - აქციების გამართვა, მითუმეტეს, როდესაც მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობაა, მიზანშეწონილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ როდესაც მსოფლიოში საგანგებო ვითარებაა, სოციალური მუშაკების პროტესტი მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრომ მიიღო სოციალური მუშაკების გზავნილი და უწყებას შესაბამისი პასუხი ექნება.

„ჩვენი შესაბამისი რგოლი მუშაობს, როგორც დღის ცენტრებთან, ასევე სოციალურ მუშაკებთან მიმართებაში. ვთვლი, რომ აქციების გამართვა, მითუმეტეს, როდესაც არის მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა, არ არის მიზანშეწონილი. არსებობს კომუნიკაციის საშუალებები, მივიღეთ მათი გზავნილი და რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა