მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიას ვურჩევდი, ვიდრე  განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებებია და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს, არც ბუნდოვანი აღარ იქნება მისთვის

გიგა ბოკერიას ვურჩევდი, ვიდრე განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებებია და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს, არც ბუნდოვანი აღარ იქნება მისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, 40%-იანი ჩამკეტის თაობაზე გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ჩამკეტის მოქმედების მექანიზმი პროპორციული სიიდან მანდატების დათმობაში მდგომარეობს, რომელიც სხვა პარტიებზე პროპორციულად განაწილდება.

„ცვლილებების მეორე პრიმა მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ ჩამკეტის ამოქმედების დროს, როცა მანდატების რაოდენობა გადაცდება ამ ჩამკეტით გათვალისწინებულ რაოდენობას, ზედმეტი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. ეს მარტივი რამ წერია და ამას უნდა წაკითხვა და არა განცხადებების გაკეთება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად, შეიძლება პარტიამ მოიპოვოს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების დროს 79 მანდატი, ხოლო ჩამკეტი არის 76, სამი მანდატი მას მოაკლდება და გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. რა თქმა უნდა, ეს აკლდება პროპორციული სიიდან, მაჟორიტარებს არ შეეხებათ", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში, მათთვის ერთი ბუნდოვანებაა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული ოდენობის მანდატების შემდეგ აკლდება.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი