მამუკა მდინარაძე - შეთანხმების პირობების ეჭვქვეშ დაყენება მოგონილი თემებით არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, რასაც არავინ არავის აპატიებს

ოპოზიცია რაღაცებით ვაჭრობს, მათ შორის პიარულად, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ კანონპროექტს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ვერ შეძლებს იმ შეთანხმებიდან გასვლას, რასაც ხელი მოაწერა. მისივე განცხადებით, მოგონილი თემებით შეთანხმების პირობების ეჭვქვეშ დაყენება უპასუხისმგებლობაა, რასაც ქართული საზოგადოება არავის აპატიებს.

"ჩვენ მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიზანი რეალურად არ არის მოლაპარაკება და ბოლოს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მათ უარი ვერ თქვეს შეათანხმებაზე. მათ აწყობდათ რევოლუციური სცენარი, არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში გასაპროტესტებელი რომ ჰქონოდათ.ახლა უკვე სხვა საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების შედეგი არ იქნეს გაფორმებული, მაგრამ ეს შეუძლებელია. მათ მოუწევთ მოლაპარაკების პირობებზე დათანხმება. გამორიცხულია, არ ველი, რომ ისინი შეძლებენ ქართული საზოგადოებისგან, საერთაშორისო საზოგადოებისგან, ყველასგან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და აღარ შემოვიდნენ იმ მოლაპარაკებაში, რაზეც ხელი მოაწერეს. ამ შეთანხმების პირობების ეჭვქვეშ დაყენება ახალი მოგონილი თემებით არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, რასაც არავინ არავის აპატიებს, განსაკუთრებით ქართული საზოგადოება. ისინი დღეს ვაჭრობენ რაღაცებით, მათ შორის პიარულად, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩავარდნის საფრთხე ამ კანონპროექტს არ ემუქრება,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა