სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 13 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, გულუას, დიდი ხეივნის და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, ლუსინიანის, არბოშიკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, პანკისის, დოლიძის, ბოლქვაძის, ბალანჩივაძეების, ქაფიანიძის, ჩიქოვანის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, ბოლქვაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ნატბეურის, ვაშლიჯვრის დასახლების და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ანანურის, როდენის, ჯავახიშვილის, სანაპიროს, საქანელას, ვერეს, მელიქიშვილის და ქიაჩელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, შენგელაიას, მამკოდის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით