მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დავით ზალკალიანმა ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების მატების საკითხზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელბთან ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელების დინამიკა, ასევე ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

როგორც „ინტრეპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიდეო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩებისგან მოისმინა ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებასა და პრევენციის მხრივ ადგილობრივი მთავრობების მიერ გატარებული ზომების შესახებ.

საგარეო უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები ან დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეებთან ინტენსიური და მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში რჩებიან. დამუშავებულ იქნა თითეულ ქვეყანაში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შემთხვევებში მოქმედების სცენარები, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის შესაძლებლობები და სხვა.

„მინისტრმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებისა და შემზღუდავი ზომების შესახებ. ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში და ქ.ნიუ-იორკში. ვიდეო-კონფერენციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სმაინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა