მარტვილში ორი უკანონო სახერხი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ სალხინოში ლენტური ტიპის, სოფელ თამაკონში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს. საამქროების მიმდებარედ, მოქალაქეებს, ჯამში, 200 ერთეულზე მეტი წიფლისა და ფიჭვის სახეობის ფიცარი ჰქონდათ განთავსებული.

ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა