პრემიერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების  სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება ექნება, საბანკო სექტორი მათი სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფს უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში. მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ 100 მილიონი ლარის ფინანსური რესურსს დავტოვებთ. გარდა ამისა, ყველაზე მსხვილ ბანკებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებულები იქნებიან სასესხო მომსახურეობის ვალდებულებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ფინანსური ისე სოციალური თვალსაზრისით“,-აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა